ENG
აგრო დაზღვევის განვადება

დააზღვიე მოსავალი 0%-იანი განვადებით


ლიბერთის და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის ფარგლებში ისარგებლეთ 0%-იანი განვადებით აგრო დაზღვევაზე.

აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პრემია 70%-მდე სუბსიდირებას ითვალისწინებს, ხოლო პრემიის დანარჩენი ნაწილი მომხმარებელმა საკუთარი სახსრებით უნდა დაფაროს. აგრო დაზღვევის განვადებით სარგებლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ როგორც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ, ასევე არასუბსიდირებულ პროექტებზე. პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

  • 0%-იანი განვადება
  • საშეღავათო პერიოდი სეზონურობის გათვალისწინებით
  • არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები
  • დაზღვევის პოლისის განვადებით ყიდვა შესაძლებელია  ლიბერთის სერვისცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით

 

სესხის ვალუტა ლარი
საპროცენტო განაკვეთი 0%
სესხის გაცემის საკომისიო 0%
მინიმალური თანხა 100 ლარი
მაქსიმალური თანხა  5000 ლარი
მინიმალური ვადა 3 თვე
მაქსიმალური ვადა  24 თვე