ENG
პირველი ბარათი | First Card

პირველი ბარათი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ

პირველი ბარათი | First Card

ლიბერთის „პირველი ბარათი“ 6-18 წლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტია, რომელიც მოზარდებს საბანკო სერვისების დამოუკიდებლად, თუმცა უსაფრთხო გარემოში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, მშობელს კი - ხარჯების მართვისა და კონტროლის მოქნილ ციფრულ სივრცესა და ინსტრუმენტებს.

პირველი ბარათი:

  • პლასტიკური ბარათი - VISA Classic / Mastercard Standard, ოთხი სხვადასხვა დიზაინით - ბარათის სასურველ ფერს მოსწავლე თავად ირჩევს.
  • უნივერსალური მულტისავალუტო ანგარიში - ლარი, აშშ დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგი.
  • უფასო SMS ბანკის სერვისი - ინფორმაციის მიღების გზა ყოველ ტრანზაქციაზე.

„პირველი ბარათის“ უპირატესობები:

  • დამოუკიდებლად გადახდა ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;
  • თანხის განაღდება ბანკომატიდან - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
  • ბარათის დამატება ელექტრონულ საფულეში;
  • ქეშბექის და პარტნიორი ობიექტების განსაკუთრებული შეთავაზებები;

ახალი ნივთი შენს ჩანთაში - „პირველი ბარათის“ პირველი შეთავაზებები წინასასკოლო სამზადისისთვის უკვე ხელმისაწვდომია - კიდევ უფრო გაზრდილი ქეშბექი CashBack-ის პარტნიორ ობიექტებში და სპეციალური შეთავაზება სკოლის ფორმების შეძენისას.

*CashBack-ის შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია Visa ტიპის ბარათით, ხოლო სასკოლო ფორმების შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერი ტიპის First Card-ზე. თითოეული შეთავაზების დეტალური პირობების ნახვა შესაძლებელია შესაბამის შეთავაზებაზე გადასვლისას.

სასკოლო ფორმები
შეთავაზება ძალაშია: 1-14 სექტემბერს
Miniso
შეთავაზება ძალაშია: 1 სექტემბერს
Miniso.ge
შეთავაზება ძალაშია: 1 სექტემბერს
Palitra L
შეთავაზება ძალაშია: 1-2 სექტემბერს
Biblusi
შეთავაზება ძალაშია: 2 სექტემბერს
Pepela
შეთავაზება ძალაშია: 2 სექტემბერს
XS Toys
შეთავაზება ძალაშია: 2 სექტემბერს
Carter's
შეთავაზება ძალაშია: 2 სექტემბერს
Sulakauri
შეთავაზება ძალაშია: 4 სექტემბერს
Super Heroes
შეთავაზება ძალაშია: 11-12 სექტემბერს
Ollivander's
შეთავაზება ძალაშია: 11-12 სექტემბერს
Manga Mania
შეთავაზება ძალაშია: 11-12 სექტემბერს

„პირველი ბარათი“ (First Card) — ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია „პირველი ბარათის“ აღება?
„პირველი ბარათის“ აღება შეუძლია 6-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს. ბარათის შეკვეთა შეუძლია ერთ-ერთ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.
როგორია „პირველი ბარათის“ დიზაინი?
ბარათი ოთხ ფერშია წარმოდგენილი და სასურველ ფერს მოსწავლე თავად ირჩევს. ბარათის ტიპი: VISA Classic / Mastercard Standard.

ქეშბექის პარტნიორებში Back To School შეთავაზებები ხელმისაწვდომია მხოლოდ Visa ბარათით, ხოლო სკოლის ფორმებზე შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ორივე ტიპის ბარათით.
რა უპირატესობები აქვს „პირველ ბარათს“?
„პირველი ბარათი“ მოსწავლეს ყოველდღიური ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულების, ხოლო მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს - ხარჯების კონტროლისა და მართვის შესაძლებლობას აძლევს.

მოსწავლეს შეუძლია:
  • გადაიხადოს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;
  • გაანაღდოს თანხა ბანკომატიდან;
  • ისარგებლოს ქეშბექითა და პარტნიორი ობიექტების შეთავაზებებით;
  • დაამატოს ბარათი ელექტრონულ საფულეში.
რა ღირს „პირველი ბარათის“ დამზადება და მომსახურება?
„პირველი ბარათის“ დამზადება და მომსახურება უფასოა. ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ბარათის შეცვლა ასევე უფასოდ არის შესაძლებელი.
რა შესაძლებლობები აქვს მშობელს „პირველი ბარათის“ მართვისთვის?
„პირველი ბარათის“ ხედვისა და მართვის უფლება აქვს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს საკუთარ მობაილ/ინტერნეტბანკში.

მშობელს შეუძლია:
  • ანგარიშზე ნაშთის შემოწმება;
  • ამონაწერის მიღება;
  • ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა;
  • PIN-კოდის განახლება;
  • ბარათის ლიმიტების შეცვლა;
  • ანგარიშზე თანხის დამატება;
  • მობილური ბალანსის შევსება.
შესაძლებელია თუ არა „პირველი ბარათის“ დისტანციურად აღება?
ამ ეტაპზე „პირველი ბარათის“ შეკვეთა და აღება შესაძლებელია მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფილიალებში.
რა საბუთებია საჭირო „პირველი ბარათის“ ასაღებად?
  • 6–14 წლის შესრულებამდე - დაბადების მოწმობა;
  • 14–18 წლის შესრულებამდე - დაბადების მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საზღვარგარეთის პასპორტი;
  • არარეზიდენტი არასრულწლოვნის შემთხვევაში - საზღვარგარეთის პასპორტი და დაბადების მოწმობა, ნათარგმნი და შესაბამისი წესით დამოწმებული.
რა ვალუტაში შეიძლება ანგარიშის გამოყენება?
„პირველი ბარათი“ დაკავშირებულია მულტისავალუტო ანგარიშთან, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია:
  • ლარში (GEL);
  • აშშ დოლარში (USD);
  • ევროში (EUR);
  • ფუნტ სტერლინგში (GBP).
რა ვადით გაიცემა „პირველი ბარათი“?
„პირველი ბარათის“ მოქმედების ვადა არის 4 წელი.
რამდენ ხანში დამზადდება ბარათი?
  • თბილისში - 1 სამუშაო დღე; (დაჩქარებული წესით 12:30 საათამდე შეკვეთის შემთხვევაში, ბარათი დამზადდება იმავე დღეს)
  • რეგიონებში - შეკვეთიდან 2 სამუშაო დღე.
ბარათის დამზადების შემდეგ მშობელი მიიღებს SMS შეტყობინებას.
რა არის „პირველი ბარათის“ გადახდისა და განაღდების ლიმიტი?
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია აირჩიოს ბარათზე გადახდისა და განაღდების შემდეგი დღიური ლიმიტებიდან ერთ-ერთი:
  • გადახდა - 10 ლარი / განაღდება - 10 ლარი;
  • გადახდა - 30 ლარი / განაღდება - 10 ლარი;
  • გადახდა - 50 ლარი / განაღდება - 20 ლარი;
  • გადახდა - 100 ლარი / განაღდება - 50 ლარი;
  • გადახდა - 200 ლარი / განაღდება - 100 ლარი;
  • გადახდა - 300 ლარი / განაღდება - 150 ლარი;
  • გადახდა - 500 ლარი / განაღდება - 200 ლარი;
  • გადახდა - 700 ლარი / განაღდება - 300 ლარი.
ლიმიტები მოქმედებს შესაბამის ვალუტაში ეკვივალენტური თანხის გათვალისწინებით.
შეძლებს თუ არა მშობელი ბარათის ლიმიტების შეცვლას?
დიახ, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია „პირველი ბარათის“ გადახდისა და განაღდების ლიმიტების შეცვლა ინტერნეტ ბანკითა და მობაილ ბანკით.
სად შეიძლება „პირველი ბარათის“ გამოყენება?
„პირველი ბარათის“ გამოყენება შესაძლებელია საქართველოსა და საზღვარგარეთ, ნებისმიერ სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტში განთავსებული POS-ტერმინალის მეშვეობით, ასევე ინტერნეტ მაღაზიებში (ელექტრონული კომერციის არხებით).

* ელექტრონული კომერციის არხებში გადახდისას, უსაფრთხოების მიზნით, გაიგზავნება 3D უსაფრთხოების კოდი, რომელსაც მიიღებს არასრულწლოვანი.
შესაძლებელია თუ არა „პირველი ბარათით“ თანხის განაღდება?
დიახ, „პირველი ბარათით“ შესაძლებელია თანხის განაღდება ბანკომატის საშუალებით, ბარათზე მოქმედი განაღდების დღიური ლიმიტის ფარგლებში.
შესაძლებელია თუ არა არასრულწლოვანმა გაიაქტიუროს ინტერნეტ/მობაილ ბანკი?
არასრულწლოვანი პირებისთვის ინტერნეტ/მობაილ ბანკის აქტივაცია ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
თუ სარგებლობის პერიოდში არასრულწლოვანი გახდება 18 წლის, კვლავ შეძლებს ბარათის გამოყენებას?
„პირველი ბარათის“ გამოყენება არ არის შესაძლებელი 18 წელზე მეტი ასაკის ფიზიკური პირებისთვის.
შეუძლია თუ არა არასრულწლოვანს „პირველი ბარათის“ ციფრულ Wallet-ში დამატება?
დიახ, „პირველი ბარათის“ Wallet-ში დამატება შესაძლებელია.
რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ უნდა დაბლოკოს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან დაგვიკავშირდეს ნომერზე: 0322 555 500.
როგორ ხდება „პირველი ბარათის“ გაუქმება?
„პირველი ბარათის“ გაუქმება შესაძლებელია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას.