ENG
საკრედიტო ბარათი

აიღეთ ლიბერთის საკრედიტო ბარათი და აირჩიეთ თქვენზე მორგებული გადახდის სქემა

საკრედიტო ბარათი იდეალური გამოსავალია გაუთვალისწინებელი შემთხვევების და დაუგეგმავი ხარჯების დროს, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მუდმივად აქტუალურია. მაგ: წარმოიდგინეთ, თქვენს მეგობარს დაბადების დღე აქვს და საჩუქარი უნდა უყიდოთ ან სასურველ ნივთზე ფასდაკლებაა, ხელფასის დღე კი ჯერ კიდევ შორს არის. მსგავსი შემთხვევებისთვის, აღარ არის საჭირო თანხა ისესხოთ. საკრედიტო ბარათზე ყოველთვის ხელმისაწვდომი გაქვთ ლიმიტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დახარჯოთ.

რა უპირატესობები აქვს?

  1. დამატებითი თანხა ყოველთვის ხელმისაწვდომი გაქვთ
  2. პროცენტი მხოლოდ მაშინ გერიცხებათ, როცა ხარჯავთ
  3. პროცენტი მხოლოდ დახარჯულ თანხაზე გერიცხებათ
  4. შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის სასურველი მეთოდი
  5. შეგიძლიათ ისარგებლოთ ნულოვანი პროცენტის პირობით

როგორ გადაიხდით თანხას?

თანხის გამოყენების შემთხვევაში, პროცენტის გადახდის და ბარათის შევსების რამდენიმე მეთოდი გვაქვს, არჩევანი კი თქვენზეა.

  1. მინიმალურებით დაფარვა
    1. ამ გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში დაგიანგარიშდებათ მინიმალური გადასახდელი, რაც დაანგარიშებიდან 25 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაფაროთ, ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ.
    2. თუ მინიმალურის დაანგარიშების დღიდან 25 დღის განმავლობაში სრულად დაფარავთ დაანგარიშების დღემდე დახარჯულ თანხას, ისარგებლებთ ნულოვანი პროცენტის პირობით და თვის პროცენტს აღარ გადაიხდით.
  2. ყოველთვიური გადახდა
    1. ყოველთვიურად გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, დახარჯული თანხა გადანაწილდება სასურველ ვადაზე და წინასწარ შედგენილი გრაფიკით გადაიხდით.
    2. ამ სქემის არჩევის შემთხვევაში, არ მოქმედებს ნულოვანი პროცენტის პირობა და ვერ  ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თუმცა გადახდილი თანხის ათვისებას ამ შემთხვევაშიც შეძლებთ.

 

პირობები

საკრედიტო ლიმიტი 500 - 30,000 ლარი
ვადა 4 წელი
ვალუტა ლარი
მომსახურების საკომისიო უფასო
ბარათის აღდგენის საკომისიო 20 ლარი
განაღდების საკომისიო 3.00% მინიმუმ 3.00 ლარი, ლიბერთის ბანკომატებიდან და ფილიალებიდან
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადახდის საკომისიო 0%

წლიური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მინიმალური შენატანებით ყოველთვიური გადახდებით
24%-დან 20%-დან
ეფექტური 29,13%-დან* ეფექტური - 24,13%-დან*

 

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია 5000 ლარიან ლიმიტზე.