ENG
,,ლიბერთი განათლებისთვის“ - ბანკი ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას აგრძელებს
ლიბერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანის“ მხარდამჭერია ლიბერთი 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერია საუბრები ვეფხისტყაოსანზე ლიბერთისა და კაფე მზიური • Cafe Mziuriს საერთო საგანმანათლებლო პროექტი “მზიურმცოდნე” დასრულდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის გამარჯვებული ცნობილია გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალური დაჯილდოება “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) მთიელი წიგნები ლიბერთი სოციალური საწარმო ,,ჩუ“-ს მხარდამჭერია ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება ლიბერთი განათლებისთვის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადდნენ ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება „ლიბერთი“ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო MY DOC - მოძრავი კლინიკა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მზიურმცოდნე ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის UN Women ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი შშმ პირების მისაწვდომობის პროექტი დახმარება უკრაინას ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ მხარდაჭერა ჩართე შეხვედრები ახლებურად UNFPA 60+ კლუბები ცეკვის საღამოები ლიბერთისგან იმოძრავე ლიბერთისთან ერთად რესტარტი 60+ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი ჭადრაკის ჩემპიონატი 60+ თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+ „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ რთველი ლიბერთის და ნიკორას საჩუქარი ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე 2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში ახალი წელი ყველასია! ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით! დესპანები სოლიდარობის ფონდი First Step Georgia ქაღალდის გადამუშავება სისხლის უანგაროდ დონაცია #13ივნისი ფილმი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე ახმეტის ბავშვთა სახლი საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" თბილისობა 2015
,,ლიბერთი განათლებისთვის“ - ბანკი ინოვატორი ახალგაზრდების  მხარდამჭერას აგრძელებს

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება.

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. 
მეორე ადგილზე გასული გუნდი - „Firelink“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. 
მესამე ადგილზე გასული გუნდის - „Mad Scientist”-ის წევრებს, ლიბერთი ბანკი სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს. 
გუნდი „Atemporal” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები, პოლონეთში EPAM Garage ტექნოლოგიების ბანაკს დაესწრებიან.  

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის და გორის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.